|
2021-12-09 23:12:57, 1089 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართავენ
19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას უზიარებენ. შვიდპუნქტიან წერილში ყურადღება გამახვილებულია ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე, სასამართლო სისტემის რეფორმის შეფერხებაზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარე საქმეებსა და სხვა საკითხებზე. "კვლავ გრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პარტია ლელოს ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ. სასამართლო რეფორმის პროგრესის ნაკლებობის გამო, საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაკარგა. მთავრობამ კი განაცხადა, თითქოს დახმარების პაკეტის მიღებაზე უარი უარი თვითონ თქვა", — წერენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ამასთან, წერილში ნახსენებია ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა საქართველოს ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტრომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და მის კოლეგას ლიეტუვის სეიმიდან, რაიმონდას ლოპოტას ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრა, რომელთა მიზანი გლდანის ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შეფასება იყო. "გაჩერებულია საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო პუნქტია. სექტემბერში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტისთვის პირველი მოსმენით მხარდაჭერა პოლიტიკური კონსესუსის უპრეცედენტო მაგალითია. ახლა კი უკვე მიღებულ პროექტში შესაძლო ცვლილებების შეტანის თაობაზე დისკუსიები განაახლეს. შინაარსის გადასინჯვა საქართველოსთვის კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება და შესაძლოა მორიგი პოლიტიკური კრიზისის გამომწვევიც კი იყოს", — ვკითხულობთ წერილში. ხელმომწერების განცხადებით, ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილებები ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს და ძირი ეთხრება ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს მისი ევროპული მომავალი განიმტკიცოს. ოპოზიციის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ EAP-ის მომავალ სამიტზე ევროკავშირი გამოიყენებს როგორც შესაძლებლობას საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები შეახსენოს. ხელმომწერები არიან:
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)