|
2021-12-09 21:35:18, 721 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე - არაფერს ნიშნავს ვინ იქნება მინისტრი, მანამ სანამ ივანიშვილი ხელისუფლების სათავეშია
პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არანიარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინისტრი გადადგება ან დაინიშნება. აღნიშნა „ფორმულას“ ეთერში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის - ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის შესახებ საუბრის დროს. მისივე განცხადებით, ტიკარაძის მიერ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ დარჩენის გადაწყვეტილებაც, „გასაგებია“. „მე არაეთგზის მითქვამს, რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავს ვინ იქნება საქართველოში მინისტრი, მანამ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლების სათავეში. როცა მინისტრები ინიშნებიან იმ კრიტერიუმით, რასაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის სტომატოლოგი, თანაშემწე, მდივანი, დაცვის უფროსი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი მინისტრი გადადგება ან დაინიშნება. კრიტერიუმი ყველა შემთხვევაში, ხომ არის არა ადამიანის პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და გამოცდილება, არამედ არის ის, თუ რამდენად ერთგულია ივანიშვილის მიმართ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)