23:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 15:13:34, 682 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება დიდი გადატვირთვა და დეკემბერში აქციას აანონსებს

საქართველოს სჭირდება დიდი გადატვირთვა, ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიამართვაშია ნათქვამი.

მისი აზრით, საჭიროა ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორე მხრივ, თავისუფლება.

"რას შვება ივანიშვილი? - აძლიერებს დამსჯელ რაზმებს, ახალისებს კრიმინალს და ცდილობს პატარ-პატარა თემების შემოგდებით ორი მთავარი თემისგან ყურადღების გადატანას: რიგგარეშე არჩევნებისგან და ჩემი გათავისუფლებისგან. იგივე რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში - საავადმყოფოში გადაყვანის.

რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? - პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას. მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს, რაზე ვთანხმდებით. ჩემი აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორე მხრივ, თავისუფლება - არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიისა და თავისუფლება ძალადობისგან.

ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით - არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში, იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს. საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა. ძალა ერთობაშია!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა". - ნათქვამია მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics