00:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 16:12:47, 499 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - გადმომეცა განკარგულება, რომ სააკაშვილმა პატიმრობის კოდექსი დაარღვია და სატელეფონო საუბარი 2 თვით ეზღუდება

გადმომეცა განკარგულება დირექტორისა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის, რამდენიმე დებულება და დაეკისრა გადასახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს.

მისი თქმით, განკარგულება დაუსაბუთებელი და უკანონოა.

"მე ვიმყოფებოდი გლდანის #18 დაწესებულებაში, სადაც გადმომეცა განკარგულება დირექტორისა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის, რამდენიმე დებულება მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა გადასახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით. განკარგულება, რომლითაც გადასახდელი დაეკისრა პრეზიდენტს არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო, იმდენად რამდენადაც არ აქვთ მათ არანაირი არგუმენტაცია და არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული. კერძოდ, მასში არ არის გამოკვლეული მიზეზი თუ რატომ კრა ხელი ამ აპარატს. მიზეზი კი გახლდათ ის რომ ის გაიტაცეს არააადამიანურად, შეათრიეს კამერაში და ბუნებრივია მას ჰქონდა სრულიად ადეკვატური რეაქცია." - განაცხადა უფლებადამცველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics