|
2021-12-07 17:45:45, 591 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე კალაძეს - მოიპარეთ 60 მლნ ლარი, მაინტერესებს, შემდეგი ტენდერიდან რამდენი მილიონის მოპარვას აპირებთ?
თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯომარე ირაკლი ნადირაძე და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ირაკლი ნადირაძემ კალაძეს შეკითხვით მიმართა, თუ რამდენი მილიონი ლარის მოპარვას აპირებდა დედაქალაქის მერი მომდევნო ტენდერებიდან. „მოიპარეთ 60 მილიონი ლარი. მე მაქვს კითხვა, თქვენ ბრძანეთ, რომ მომავალ წელსაც აპირებთ ავტობუსების ყიდვას, რაც ბიუჯეტის პროექტშიც არის ჩადებული. მე მაინტერესებს, შემდეგი ტენდერიდან რამდენი მილიონი ლარის მოპარვას აპირებთ? სამართლიანია, რომ თქვენ ამდენი კორუფციული ფაქტისა და სკანდალის შემდეგ, აქ იყოთ, მთავრობას ამტკიცებდეთ, ხოლო ქვეყნის მთავარი რეფორმატორი - მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში. მაგიტომ გინდათ ივანიშვილის გუნდი, რომ ფულები იშოვოთ, გამდიდრდეთ და მილიონებს დამატებით მილიარდები და მილიონები შემატოთ“, - მიმართა ნადირაძემ. საპასუხოდ, დედაქალაქის მერმა ნადირაძე ოპოზიციიდან საკრებულოს ყოფილ წევრს, ლევან ხაბეიშვილს შეადარა და შემდეგი სიტყვებით მიმართა - ,,დაჯექი, ორიანი". „ჩვენ გვაქვს საუკეთესო მოცემულობა. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზად იყო წოდებული, ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა. ასე რომ, მივცეთ იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ გავერთოთ... დაჯექი ორიანი“, - უპასუხა კალაძემ ნადირაძეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)