|
2021-12-07 11:57:09, 582 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ღიბრაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძესთან დაპირისპირებას უარყოფს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაუპირისპირდნენ თუ არა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, ღიბრაძე პასუხობს, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. „არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და განხილვა საკითხების, როგორც ხდება ხოლმე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომა დღეს ხმაურით მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს და მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად საბრიფინგო ოთახში არ ჩავიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)