|
2021-12-06 18:32:58, 602 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - სწორია მელიას გადაწყვეტილება, რომ არ დაემორჩილა ივანიშვილის პირადი აგენტურის გამოძიებას
აბსოლუტურად სწორია ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რომ არ დაემორჩილა ივანიშვილის პირადი აგენტურის გამოძიებას მორიგ შეთითხნილ საქმეზე. - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას სუს-ში გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს. ამასთან, სააკაშვილი ზუგდიდში გამართულ აქციას მიესალმება და საზოგადოებას პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. "აბსოლუტურად სწორია ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რომ არ დაემორჩილა ივანიშვილის პირადი აგენტურის გამოძიებას მორიგ შეთითხნილ საქმეზე. სამოქალაქო ღირსების დაცვა უღირსებთან დაუმორჩილებლობით ჩვენი პატრიოტული ვალია. ზუსტად იმავეს გაგრძელებას ვაპირებ მეც. ამის პარალელურად, მივესალმები ჩემი საყვარელი ზუგდიდის აქტივისტებს. ასეთივე აქციები დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს მთელ ქვეყანაში. საქართველო გვყავს გადასარჩენი!," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)