2021-12-06 11:13:47, 797 ნახვა
საზოგადოება
2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირების პენსია 260 ლარი, 70 წლის და მეტი პირებისთვის კი, 300 ლარი იქნება
2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, პენსია 70-წლამდე პირებში 260 ლარის ოდენობით, 70-წელს გადაცილებულ პირებში კი 300 ლარი იქნება.
„მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70-წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70-წლის და მეტი ასაკის პირთათვის, 300 ლარის ოდენობით. მთიან დასახლებაში 70-წლამდე ასაკის პირთა პენსია შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70-წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია. ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22-ლარიანი და 44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე“, - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,