16:39 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-04 12:41:14, 916 ნახვა

საზოგადოება
ემიგრაციიდან დაბრუნებულ კიდევ 100-მდე მოქალაქეს გრანტი გადაეცემა

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს  კიდევ 100-მდე მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით  გრანტი გადაეცემა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს  რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას წელიწადში ორჯერ ცხადდება.

„100-მდე დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის  საჭირო ტექნიკა და  ინვენტარი თავადვე შეარჩიეს. მნიშვნელოვანია, რომ  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

დაბრუნებული მიგრანტების სია,  რომლებსაც გრანტი გადაეცემათ: https://idp.gov.ge/news-222/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics