|
2021-12-03 16:36:48, 891 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - პატივს ვცემ ირაკლი კობახიძის ცოდნას, მეც მაქვს განათლება კონსტიტუციურ სამართალში
მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში, - ასე პასუხობს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი "ქართული ოცნები" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას. "პატივს ვცემ ბატონ ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას, ასევე, სხვა ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მართლაც გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი განათლებული კონსტიტუციონალისტი და იურისტი ჰყავს. ასევე, მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე და მაგალითზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო," - ამბობს კელი დეგნანი. შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი კი, რომელიც საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვებას არ ეთანხმება, არ არის საკითხის ექსპერტი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)