|
2021-12-03 16:04:58, 729 ნახვა
პოლიტიკა
ლიზა იასკო - თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ გვჭირდება
თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ლიზა იასკომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და შეხვედრისას იძულებული გახდა, რამდენჯერმე დაწოლილიყო. „მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, ის იძულებული გახდა რამდენჯერმე დაწოლილიყო და დაესვენა, ის სუსტადაა, სამწუხაროდ. ის მოკითხვას უგზავნის, პირველ რიგში, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ცივ ამინდში იცდიან და აშუქებენ პროცესებს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ გუშინდელმა სასამართლომ გვაჩვენა, რომ საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ არის ბრალდებები და როგორც ჩანს ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილის მოკვლა და სურს მიუსაჯონ მას პატიმრობის მრავალი წელი. თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება,“- განაცხადა ლიზა იასკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)