|
2021-12-02 18:09:23, 923 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვარ, ქალბატონი კელი დეგნანი არაა ექსპერტი
მე ვარ ამ საქმის სპეციალისტი, შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი - 2 % ან უფრო დაბალი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანი განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას, საქართველოში უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დანერგა. „მე ვარ ამ საქმის სპეციალისტი, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი ან უფრო დაბალი მოქმედებს ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში და სხვა არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია, ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის ექსპერტი. რაც შეეხება მრავალფეროვნება, ამას უზრუნველყოფს სწორედ პრპორციული სისტემა, რომელიც ამოქმედდება 2024 წელს. რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, ამას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც პირველად საქართველოში დანერგა ქართულმა ოცნებამ და ეს სისტემა ამოქმედდება 2024 წლიდან, რომელიც არის სრულ შესაბამისობაში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, მოქმედებს სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი", - ამბობს კობახიძე. ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს. მისი თქმით, 5%-იანი ბარიერის დატოვება არ არის გზა უფრო მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)