|
2021-12-02 13:47:48, 786 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - პუტინის ტყვეობაში ვარ და როცა ითხოვთ მეტ სინანულს და ბოდიშს, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ
როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშსა და სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის იმყოფება პუტინის ტყვეობაში და რუსული სისტემის პირადი პატიმარია. „ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ეს არის ზუსტად პიროვნული პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა, აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება და რეფლექსია - ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წამოუთქვამს თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, რუსული სისტემის პირადი პატიმარი ვარ და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშსა და სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)