|
2021-12-02 11:48:18, 658 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - რაც მეტს ილაპარაკებს სააკაშვილი პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი
რაც უფრო მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, ნაკლები გვექნება სამტკიცებელი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე საუბრისას განაცხადა. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ე.წ პიჯაკების საქმე თავისუფლად შეიძლება მოხსენიებული იყოს, როგორც კორუფციის საქმე. „ჩვენ ვნახეთ საჯაროდ გამოქვეყნებული საბუთები, თუ როგორ არმიზნობრიდავ იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯები, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით იქნება სასამართლო პროცესი. რაც შეეხება პატიმარი სააკაშვილის გამოსვლებს, სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა, თუმცა მიმაჩნია, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ის ზოგადად პოლიტიკაზე, მით უფრო ნაკლები გვექნება სამტკიცებელი საზოგადოებისთვის, თუ რატომ არის ის განსასჯელი ახლა. ე.წ პიჯაკების საქმე შეგვიძლია თავისუფლად მოვიხსენიოთ, როგორც კორუფციის საქმე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)