|
2021-11-30 22:05:20, 754 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია ამბობს, რომ პროკურორებს გამოკვლევებულები უწოდა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურას პასუხობს და ამბობს, რომ პროცესზე პროკურორებს "გამოკვლევებულები" უწოდა. 'საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია საჯაროდ და თქვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონო ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკვლევი ვართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ. გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები. კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი - რას ნიშნავს, ეს რა შეფასებააო, თუ ეს რა სიტყვააო - ანუ გაიგონა რაც ვითხარი, არ გამორჩენია. ისიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ანუ, ან უეცარი სიყრუე დაემართა სამივე პროკურორს, ან უეცრად ისე შეეშინდათ ჩემი, რომ პასუხი ვერ გამცეს, ან თქვენს მიერ წარმოდგენილი სიტყვა გამო@@@ებულის შინაარსი აქამდე არ იცოდნენ და მხოლოდ სამსახურში მისულებს აუხსნეს. თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა რომელიმ პროკურორს მაინც? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პორკურორი. თქვენ ყველანია ან ყრუებად გამოაცხადეთ, ან ჩემს მიერ უკიდურესად შეშინებულებად." - წერს ნიკა გვარამია. საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გამოძიება დაიწყეს. უწყების ცნობით, გამოძიება 366-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფას გულისხმობს. გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)