|
2021-11-30 13:17:44, 905 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე – გუშინ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას
გუშინ ვიხილეთ დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელსაც წლების მანძილზე, ბოროტად იყენებდა, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილმა ვერ აღასრულა ის გეგმა, რომელიც ჰქონდა დაგეგმილი საქართველოში ჩამოსვლისას, რადგან სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე. "სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები "პატრიარქის შემოდგომა" – გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და წლების მანძილზე, ბოროტად იყენებდა. გარდა იმისა, რომ მას აქვს ჩადენილი წარსულში დანაშულებები, ის დღესაც, დღემდე, არის საზოგადოებრივად საშიში. ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად ის, რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდებოდა, მას რომ განეხორციელებინა ის გეგმა, რომლითაც ჩამოვიდა საქართველოში, ტრაილერით, მაცივრით, პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ეს არის მხოლოდ თეორიული დაშვება და ეს ვერ მოხდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს", – განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)