|
2021-11-30 10:42:52, 788 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი – ჩვენი მთავარი თხოვნა და სათქმელი ვაშინგტონში არის, რომ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა
აქცენტს ვაკეთებ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას. - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აშშ-ს სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეეხო. "მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ აქცენტს ვაკეთებ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას საქართველოში, რომ მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გავრცელებასა და დაცვაში. ამიტომ ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი არის აქ, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართველოში, რაც, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც კი ვისაუბროთ", - განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან. ცნობისთვის, ომბუდსმენი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)