|
2021-11-30 10:15:12, 509 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი – განვაგრძობთ გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლითაც საქართველო და უკრაინა ნატო–ს წევრები გახდებიან
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვეყანა აგრძელებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან. ,,აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი ნატო-სკენ მიმავალი გზის დეტალებს“ , - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. ამასთანავე, განცხადებაში წერია, რომ საქართველო და უკრაინა ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები არიან. ,,საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ,,გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის“ (EOP) წევრები, რაც აძლიერებს მათ თავსებადობასა და სასწავლო შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირეებთან ერთად“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)