2021-11-28 15:25:05, 936 ნახვა
საზოგადოება
ხმაური ზუგდიდში - „ენმ-ს“ წევრები პოლიციის შენობასთან ბიძინა ივანიშვილის პლაკატით მივიდნენ
ზუგდიდის პოლიციის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბიძინა ივანიშვილის პლაკატით მივიდნენ.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლაძემ განაცხადა, პლაკატი არის სიმბოლო იმისა, რომ პოლიცია ბიძინა ივანიშვილის დავალების შემსრულებლად იქცა.
სამართალდამცავებმა მათ შენობიდან 20 მეტრის დაშორებით დადგომისკენ მოუწოდეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"ოთხი გოგო მივედით ზუგდიდის პოლიციასთან და ეს რაოდენობა პოლიციელები დაგვახვედრეს.
ბიძინას ფოტო მივუტანეთ, როგორც სიმბოლო იმისი რომ ბიძინას დავალების შემსრულებლად იქცა ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია." - წერს ანა წითლაძე Facebook-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,