|
2021-11-27 21:01:38, 1079 ნახვა
პოლიტიკა
ჯიშკარიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესზე წასვლას ხელს არ შეუშლის
ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა მას სასამართლო სხდომაზე მონაწილეობაში ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ მან ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ისაუბრა. "ჩვენი აზრით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესზე წასვლას ხელს არ შეუშლის. პაციენტი, რა თქმა უნდა, კიდევ საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს, თუმცა ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში", — განაცხადა მან. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავ საჭიროებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიხეილ სააკაშვილს მულტიდისციპლინური მიდგომა, სჭირდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)