2021-11-26 16:38:02, 750 ნახვა
საზოგადოება
27-28 ნოემბერს ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დ. ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 და 28 ნოემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, შეზღუდვა შეეხება ჭონქაძის ქუჩიდან მთაწმინდისა და პ. კაკაბაძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ჭონქაძის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩიტაძის, ინგოროყვას, კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩების საშუალებით.
მათივე ინფორმაციით, გადაადგილება თავისუფალი იქნება პ. კაკაბაძისა და მთაწმინდის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
სამუშაოების მსვლელობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით იმოძრავებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),