2021-11-26 10:06:44, 891 ნახვა
სამართალი
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დასრულდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დასრულდება.
დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს – ნინო სანდოძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენს.
„ეს პროცესი უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა 2019 წლამდე არ არსებობდა. სწორედ, „ქართული ოცნების" გუნდის დამსახურებით ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის და ჩვენს საზოგადოებას აქვს პროცესის სრული მონიტორინგის შესაძლებლობა", - განაცხადა იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,