|
2021-11-25 23:08:29, 911 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ჩიქოვანს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება #ქველმოქმედება
გიორგი ჩიქოვანს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, იგი გერმანიაში, ქ. ესსენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, განაგრძობს მკურნალობას, ბრაქითერაპიის კურსი პროტონოთერაპიით ჩანაცვლდა. ასევე, პარალელურად, გრძელდება ქიმიოთერაპიის კიდევ 4 კურსი. ორთვიანი მკურნალობის კურსის ღირებულება 90.000 ევროს შეადგენს. "მეგობრებო და გულშემატკივრებო, გიორგი სუპერგმირობის ახალ ეტაპზე გადავიდა.. საქართველოში ჩატარებული 5 ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, როგორც იცით, გიოს გერმანიაში გამგზავრება იგეგმებოდა. თქვენი დახმარებით, ამჟამად გიორგი გერმანიაში, ქ. ესსენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, განაგრძობს მკურნალობას. გერმანული კლინიკის გადაწყვეტილებით, მკურნალობის გეგმა ოდნავ შეიცვალა და ბრაქითერაპიის კურსი პროტონოთერაპიით ჩანაცვლდა. ასევე, პარალელურად, გრძელდება ქიმიოთერაპიის კიდევ 4 კურსი. ორთვიანი მკურნალობის კურსის ღირებულება 90.000 ევროს შეადგენს. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, კლინიკა გიორგის ოჯახს დათანხმდა, დასაწყისისთვის, 50% პროცენტის გადახდაზე. ეს თანხაც სრულად გულშემატკივრების დახმარებით შეგროვდა, რაც იმედს გვიტოვებს, რომ მეორე ნახევრის გადახდაც შესაძლებელი იქნება.. გიოს შემართება და განწყობა ისეთია, რომ შეუძლებელი არაფერია. ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ სუპერგმირი გიო სრულად დაძლევს და დაამარცხებს ამ ვერაგ დაავადებას. მადლობა თქვენი მხარდაჭერის გაგრძელებისთვის." - წერიალ წერილში. თუ საქართველოში იმყოფებით, ასევე შეგიძლიათ, თანხა გადარიცხოთ პირდაპირ ქვემოთ მითითებულ მშობლის ანგარიშზე, რადგან ფეისბუქიდან ჩარიცხული თანხის ~3% ჩამოიჭრება მომსახურებისთვის. მიმღები: დავითი ჩიქოვანი პ.ნ: 45001005515 Bank of Georgia: #GE45BG0000000297693000 TBC Bank: #GE72TB7676145061100023 #https://paypal.me/davitichikovani?locale.x=en_US
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)