07:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 10:28:10, 546 ნახვა

პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - EU-ში საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბარს კონსენსუსი სჭირდება, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ

იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ეს დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის ცვლილებების საწყისი გახდება.

"პრინციპი - მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის, რეალობაა. თითოეული პარტნიორი სახელმწიფო წყვეტს, თუ რა გზას ირჩევს, რამდენად ახლოს სურს ევროპასთან ყოფნა. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შესაძლოა გახდეს ცვლილებების ფურცელი, თანამშრომლობის ახალი თავი. იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე, ეს დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ განსხვავებული სიტყვები და ფრაზები, მაგრამ მთავარი უცვლელი რჩება, ვიდრე საქართველოს სურს ევროკავშირში და ამ გზაზე დგას, ჩვენ აქ ვრჩებით, მხარს გიჭერთ, გელით და ვთანამშრომლობთ თქვენთან," - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics