2021-11-24 17:33:52, 668 ნახვა
საზოგადოება
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მთის ფერდის ნაწილი ჩამოიშალა - მოძრაობა დროებით შეზღუდულია
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები.
"შესაბამისად, პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", – ვკითხულობთ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),