2021-11-24 12:57:44, 530 ნახვა
საზოგადოება
გორში, ზუღდულეთის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით ავტობანის გადაკეტვას ცდილობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუღდულეთში მცხოვრები მოსახლეობა ცენტრალურური ავტობანის გადაკეტვას ცდილობს.
მოსახლეობა საძოვრების გაყიდვას აპროტესტებს და ითხოვს, რომ აღნიშნულ პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთონ. აქტივისტები აღნიშნავენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მიწები სოფელს არ დაუბრუნდება.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს შეუქმნეს ბარიერები, რათა მათ ავტობანზე გადასვლა ვერ შეძლონ.
ცნობისთვის, სოფელ ზუღდულეთში ხმაური 20 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მიწის მეპატრონემ ფართობის დამუშავება დაიწყო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გაყიდული ტერიტორია სოფლის საძოვარია და მეპატრონეს მისი დამუშავების უფლება არ აქვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,