|
2021-11-23 20:23:15, 712 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი - ძალიან გართულებულია შესვლა, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა
''ძალიან გართულებულია შესვლა, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა''- ამის შესახებ, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსულმა, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ''გაურკვევლობაა შიგნით, კომუნიკაცია გართულებულია, კომუნიკაცია არის ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის და რეალურად ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვველია, სად და არკვევენ რაღაცებს, რაც ასევე გაურკვეველია.''-აღნიშნა მან ასევე მან წინა შეხვედრის დროს წარმოქმნილ პრობლემებზე და გარკვეულ საკითხებზე ისაუბრა რაზეც ჩვენ შენიშვნა მივეცით წინა ვიზიტის დროს, გამოსწორებულია, მაგალითად ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო შემოწმებას, პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები და ჰიგიენის ნივთები სჭირდება, ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას უკვე ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს, ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია, - თქვა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ აპირებენ შეკრებას, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკურ შეფასებას გააკეთებენ შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი 19 ნოემბერს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)