|
2021-11-23 17:10:01, 824 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - საზოგადოებამ მხარი დაუჭირა „ვარდების რევოლუციას”, მაგრამ ვარდები შეცვალა ცოცხმა
საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა „ვარდების რევოლუციას", მაგრამ ვარდები შეცვალა ისეთმა სიმბოლომ როგორიც არის ცოცხი - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებას იმედი ჰქონოდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა. „ვარდების რევოლუციის" შემოქმედი იყო ქართული საზოგადოება, რომელიც იმ რეალობით დაიღალა, რაც შეიქმნა 2004 წლამდე, პრაქტიკულად, ქვეყნის განვითარება შეყოვნდა და ისეთმა სისტემამ დაისადგურა, როცა ადამიანს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი თავი განევითარებინა და საზოგადოებას იმედი ჰქონოდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა. ამ ვითარებაში, გარკვეული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და მათ სათავეში სააკაშვილი აღმოჩნდა და ამ პოლიტიკურ ძალებს და ცვლილებებს, "ვარდების რევოლუციას" საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ძალიან მალე, "ვარდების რევოლუცია" და ზოგადად ვარდები შეიცვალა ისეთი პოზიციით, რომელიც სერიოზულად დაუპირისპირდა ადამიანის უფლებებს და ვარდი შეიცვალა პოლიციის ხელჯოხით თუ არა, ისეთი სიმბოლური გამონათქვამით, რასაც ჰქვია ცოცხი და ყავარჯნიანი კაცი, მწამებელი გახდა სიმბოლო ამ პოლიტიკური ძალის. სამწუხარო ამბავია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი,"- განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)