14:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 12:05:09, 940 ნახვა

ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილი ბიზნესფორუმს დაესწრო

საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა (Advantage Austria) და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის (GCCI) ორგანიზებით, ბიზნესფორუმი „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება - საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში COVID-ის შემდეგ” გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, გეორგ კარაბაჯეკი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტი ნინო სუქნიძე და ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, მონაწილეებმა ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის თანამშრომლობის და ბიზნესინოვაციებისა და მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობების საკითხები განიხილეს. ბიზნესფორუმის ფარგლებში, „Energy Globe Award” დაჯილდოება და სიმპოზიუმი „მდგრადი განვითარება პრაქტიკულ ჭრილში - ავსტრიული და ქართული გამოცდილებები“ გაიმართა. სიმპოზიუმზე ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა.

„მინდა აღვნიშნო, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში, საქართველოს ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება აქვს გაფორმებული შვეიცარიასთან, რაც კონკრეტული ფინანსური რესურსების მობილიზების საშუალებას მოგვცემს. იგი დაეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილების კუთხით მისაღები, კლიმატგონივრული პროექტების განხორციელებაში და ქვეყანაში მწვანე პრინციპებს წაახალისებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ბევრი მსგავსი მექანიზმის შექმნისთვის, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს როგორც საჯარო, ისე კერძო ინფრასტრუქტურა განავითაროს მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებითა და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებით”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics