|
2021-11-23 11:01:31, 807 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - დღეს პირველად ვჭამ საჭმელს, დინამიკა იმდენად კარგია, მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან
პარტია „დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამმ, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალს“-ში მკურნალობს, საკვების მიღება დაიწყო. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, დინამიკა იმდენად კარგია, რომ შესაძლოა მალე გამოწერონ საავადმყოფოდან. „სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, „ბასეინში“ წყალიც ჩამისხეს“. დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც… დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა „ნიუ ჰოსპიტალს“,- წერს ელენე ხოშტარია. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვვიტა, რაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)