|
2021-11-22 14:15:31, 914 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ProductTank Tbilisi გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებების პარტნიორია. ბანკის ჩართულობით ProductTank Tbilisi-ის წლევანდელ შეხვედრაზე 3 ქართული სტარტაპი წარდგება, რომლებმაც უკვე გაიარეს 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში. მათ ასევე მიიღეს მონაწილეობა სან-ფრანცისკოში 2-კვირიან სააქსელერაციო პროგრამაში, რომლის მიზანიც სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება და მათი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაზრდის ხელშეწყობაა. Product Tank Tbilisi- ის სპიკერები იქნებიან:
შეხვედრას მოდერატორობას ნოდო ივანიძე, WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გაუწევს. „Startup Büro და ProductTank Tbilisi მის პარტნიორებთან ერთად აქტიურად განაგრძობენ პროდუქტ ქომუნითის გაერთიანებას, რომ პროდუქტ მენეჯმენტი, როგორც კარიერა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავხადოთ. ჩვენი არაფორმალური შეხვედრების სერია, მისი კონტენტი და პრემიუმ სპიკერები გრძელვადიან პერიოდში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის ზრდასა და გაძლიერებას მოემსახურება“,- განაცხადა გური ქოიავამ, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელმა და ProductTank Tbilisi-ის თანაორგანიზატორმა. „საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტარტაპებს სამომავლო განვითარებაში. ამის ნათელი მაგალითია ის პროექტები, რომელსაც ჯგუფი ამ მიზნით ახორციელებს. სწორედ ასეთი პროექტის, 500 Georgia-ს ორი გამარჯვებული სტარტაპი გაუძღვება შეხვედრას. ისინი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მიიღეს როგორც საქართველოში, ასევე სილიკონ ველიზე. ვფიქრობთ, ეს თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და საკუთარი საქმიანობის მასშტაბირებაზე ფიქრობს. საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები სტარტაპისთვის ზრდისა და სამომავლო განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა “,- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა. ProductTank Tbilisi-ზე დასწრება უფასოა და ის 26 ნოემბერს, მოძრაობის თეატრში (აღმაშენებლის გამზირი #182), 19:00 საათზე გაიმართება. უსაფრთხოების რეგულაციების მიხედვით, ღონისძიება მხოლოდ 100 დამსწრეს უმასპინძლებს. შეხვედრაზე დასასწრებად უნდა იყოთ სრულად ვაქცინირებული ან წარმოადგინოთ სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. მსურველებმა დასწრება შემდეგ ბმულზე უნდა დაადასტურონ: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/282123017
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)