|
2021-11-22 14:06:46, 801 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია: გავიხსენოთ, რა თარიღია ხვალ - ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსებს უკან წევს, ეს არ მომწონს
გავიხსენოთ, რა თარიღია ხვალ - ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსებს უკან წევს, ეს არ მომწონს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. როგორც გიული ალასანიამ ექს-პრეზიდენტთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს მასზე. „ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსებს უკან წევს, ეს არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი. პალატაში წევს, ყველაფერი უკეთდება, ითახი პატარაა, მაგრამ ალბათ ამ კლინიკაში მეტი შესაძლებლობა არ არის, სარკმელი გაღებულია, ოღონდ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, რომ გავიხსენოთ, რა თარიღია ხვალ, ამის ფონზე დამთრგუნველია და არაბუნებრივი სრულიად. არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის. ჩვენ, როგორც საზოგადოება , რას ვფიქრობთ ამაზე? ნორმალურია ეს ყველაფერი? მე საერთოდ თავისუფლებაზე ვილაპარაკებდი. ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)