22:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-21 14:23:47, 799 ნახვა

საზოგადოება
მეუფე სტეფანე - ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა

ახლა, რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია - ასე აფასებს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე წაჩხურუს მონასტერში განვითარებულ მოვლენებს, სადაც განკვეთილი ბერები და მონაზვნები, წირვის აღსავლენად მისულ მეუფეს, შეძახილებით დახვდნენ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, თუ მათ რამის გამოხატვა უნდა ლოცვითა და სიყვარულით უნდა გამოხატონ. 

"გილოცავთ მთავარანგელოზობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით სიკეთით, სიბრძნით სიმართლით. იმ ხალხსაც ვულოცავ და თქვენ თვითონ ხედავთ თითოეულ ნაბიჯზე ვლოცავ მათ, მართლა მთელი გულით ვულოცავ, მინდა რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ და უფლის გზა დაინახონ და მივიდნენ უფალთან. ახლა რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდა ლოცვით უნდა გამოხატონ, სიყვარულით გამოხატონ. მე არავის ვებრძვი, მე მინდა მათი სიკეთე, მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მთავარანგელოზებმა მისცენ მათ ეს მადლი, რომ ეს გააკეთონ",- განცხადა მეუფე სტეფანემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც წაჩხურუს ტაძარში წირვის აღსავლენად მივიდა, განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ.მეუფე სტეფანე მონასტრის ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან და ჩოხოსნებთან ერთად მივიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics