|
2021-11-20 16:57:52, 866 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ბიზნესსექტორთან შეხვედრას განაგრძობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის წარმომადგენლები. მარიამ ქვრივიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ე.წ. "მწვანე სტატუსი/პასპორტის" კონცეფცია გააცნო და მისი აღსრულების შესაძლო მექანიზმებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენის გზებსა და ამ მიმართულებით ვაქცინაციის აუცილებლობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სასტუმროს წარმომადგენლებმა "მწვანე პასპორტთან დაკავშირებით" მმართველი გუნდის წევრებს საკუთარ მოსაზრებები გააცნეს. კერძო სექტორის წარმომადგენელთა წინადადებებს და მოსაზრებებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს გააცნობს. „ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესთან შეხვედრებს მწვანე პასპორტის ამოქმედების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების წარმომადგენლებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება „მწვანე პასპორტების" ამოქმედების თაობაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ უკუკავშირი, საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღი დისკუსია, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მოტივაცია ტურიზმში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, როგორ შეიძლება სწორად ვმართოთ „მწვანე პასპორტების" ფორმატით სტუმრების მიღება. ჩვენ, ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესის ხმა მივიტანოთ საკოორდინაციო საბჭოზე და მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ეპიდვითარების დასტაბილურებას და ეს იქნება მისაღები საოპერაციო პირობები ბიზნეს სექტორისთვის."-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. „კერძო სექტორთან ერთად ძალიან აქტიურად განვიხილავთ „მწვანე სტატუსის" პროექტის ამუშავებას, შესაბამისად, მათგანაც ვისმენთ დამატებით არგუმენტებსა და მოსაზრებებს, თუ რა შეიძლება გაკეთეს იმისთვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული და შედეგის მომტანი, რომელსაც შესაბამის უწყებებთან გავივლით"-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ანალოგიური შეხვედრა სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებთანაც გამართა. შეხვედრები კერძო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება.
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)