|
2021-11-20 11:51:01, 1185 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან. - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული. „ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 19 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, მიმდინარე კვირის დასაწყისში რეგიონში შექმნილი ვითარებისა და ბრიუსელში, 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის კონტექსტში. პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შესთავაზა უმასპინძლოს პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ რეგიონში არსებული სიტუაცია და დაძაბულობის დაძლევის გზები აყვავებული და სტაბილური სამხრეთ კავკასიისთვის, რასაც ევროკავშირი მხარს უჭერს. სატელეფონო საუბრების დროს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაამყარებენ პირდაპირ საკომუნიკაციო ხაზს, შესაბამისი თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელიც ინციდენტების პრევენციის მექანიზმის როლს შეასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მესამე შეხვედრა შედგება ფაშინიანსა და ალიევს შორის. წინა ორი შეხვედრის ორგანიზება რუსეთმა ითავა და მოსკოვში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)