|
2021-11-20 03:28:42, 916 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე შევიდა გორის კლინიკის ტერიტორიაზე. გორში იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ნიკა გვარამია, დიმიტრი საძაგლიშვილი და პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც. ადგილზე მივიდნენ სააკაშვილის ადვოკატები, ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი, ასევე, პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და დედა, გიული ასალანია. გვრამიამ, როგორც რამდენიმე საათის წინ, ახლაც განაცხადა, რომ შესვლას აპირებენ, რადგან სურთ დააკვირდნენ სააკაშვილის შეყვანას კლინიკაში, რომ არ განმეორდეს იგივე, რაც გლდანის ციხეში შეყვანისას. ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პროცედურამ ნორმალურად ჩაიარა, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე. მისი თქმით, ხვალ იუსტიციის სამინისტროსთან დააზუსტებენ დეტალებს, თუ რა სიხშირით და როგორ შეძლებენ სააკაშვილის მონახულებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)