09:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 22:38:44, 762 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ის შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე შეწყვეტს.

გვარამიას თქმით, სააკაშვილს ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანენ და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს მისი სამედიცინო დღის წესრიგი.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ დაზუსტებით, ჩვენ ამას ვერ დავადგენთ, ანუ სპეციალისტებისგან, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და ე.წ. რეფიდინგის, ანუ შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს ეხება ყველა კონსილიუმს, რაც კი აქამდე შექმნილა — სახელმწიფოს მიერ შექმნილს, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფს და ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფს — ყველა მათგანის მონაწილეობით. იმედი მაქვს თანხმობა მათგან იქნება", — განაცახდა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics