|
2021-11-19 13:38:08, 683 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთელი უბედურება დაიწყება მაშინ, თუ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ
საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და საფუძელი იქნება როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მხარე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს შექმნას აღქმა, თითოს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანით „ეს სპქტაკლი და უბედურება დასრულდება“, თუმცა მისივე თქმით, „მთელი უბედურება“ სწორედ მაშინ დაიწყება. „ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და რა თქმა უნდა, საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მხარე. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან აღქმა, რომ თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით, ეს სპექტაკლი და უბედურება დასრულდება და ასეთი აღქმა გაჩნდა მოსახლეობის ნაწილში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან, ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე, აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)