|
2021-11-19 13:22:29, 681 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - მნივნელოვანია, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის წინა პლანზე დაყენება, რაც ევროკავშირსაც აღელვებს
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ომბუდსმენის საქმიანობას მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა საბჭოს დასკვნებს და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ევროკავშირსაც აღელვებს. "დამოკიდებული ვარ მნიშვნელოვან აქტორებზე მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ძლიერია სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ. ასევე, მისი როლის მიმართ, რომელიც სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობას და მისი უფლებების დაცვას უკავშირდება. ასევე, ეს ეხება ობიექტურ სამედიცინო რჩევებს, რომ ყველამ სათანადოდ შეაფასოს სააკაშვილის მდგომარეობა და გაითვალისწინოს რეკომენდაციები. ეს არის გადამწყვეტი. ის, რაც ბოლო 24 საათში ვნახეთ, გვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის წინა პლანზე დაყენება, რაც ევროკავშირსაც აღელვებს", - თქვა ჰარცელმა. ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიმა, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ექიმებმა საკაცით გაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)