|
2021-11-19 03:57:28, 801 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - გაითვალისწინეთ ომბუდსმენის რეკომენდაციები სააკაშვილის მკურნალობაზე
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას, 1 ოქტომბრის დაკავების შემდეგ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო სამუშაოს და დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეაფასებს სააკაშვილის ჯანმრთელობას და შეამოწმებს სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას ციხეში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ ასევე მკაცრად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე, მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბ-ნ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, - ნათქვამია სახდეპის განცხადებაში. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)