|
2021-11-18 17:30:19, 639 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მე-18 დაწესებულება ერთადერთი კლინიკაა, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს როგორ უმკურნალონ მოშიმშილე პატიმრებს
ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო აღჭურვილობას კლინიკაში შესაბამისი სამსახურები დაამატებენ. „ჩვენ ვნახეთ, როგორ არის აღჭურვილი თავისი ტექნოლოგიებით და ექიმებით არსებული საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ვერ მოვისმინეთ ის, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოსტშიმშილობის პერიოდი უპრობლემოდ გაიაროს პატიმარმა. ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. შეგიძლიათ მოიკვლიოთ რამდენ პატიმარს უმკურნალეს და გაართვეს თავი. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს, სტრასბურგის სასამართლოსა და ჩვენი ყველას მოწოდებაა, რომ ყველა მოშიმშილე ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“,- აღნიშნავს კალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)