|
2021-11-18 17:11:56, 581 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძეს უნგრელმა კოლეგამ ტიბორ ბენკომ უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს და უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართული მაღალი დონის ვიზიტები ორი ქვეყნის თავდაცვის ინსტიტუტებს შორის კავშირების განმტკიცების ნათელი მაგალითია. ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა კოლეგას თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ასევე, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის მხრიდან გაწეულ დახმარებასა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები გმირთა მოედანზეც იმყოფებოდნენ, სადაც დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა. უწყების ხელმძღვანელი ბუდაპეშტში არსებულ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრსაც ესტუმრება, სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურთან, გენერალ რიჩარდ კლარკთან.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)