|
2021-11-18 14:58:54, 1633 ნახვა
მსოფლიო
მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო მიგრანტთა კრიზისის გადასაჭრელად EU-სთან მოლაპარაკებებზე თანახმაა
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ევროკავშირთან მოლაპარაკება გამართოს პოლონეთის საზღვარზე არსებული კრიზისის მოსაგვარებლად. - აღნიშნულ ინფორმაციას გერმანურლი საინფორმაციო სააგენტო „Deutsche Welle“- ავრცელებს. მათივე ცნობით, კანცლერი ანგელა მერკელი და ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოთხშაბათს შეთანხმდნენ, რომ ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე კრიზისი ევროკავშირისა და ბელორუსიის წარმომადგენლებს შორის დიალოგით უნდა გადაწყდეს. მერკელის სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ საუბრისას კანცლერმა ხაზი გაუსვა გაეროს და ევროკავშირის მიერ ჰუმანიტარული დახმარებისა დაზარალებულთა დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ ბელორუსიას ახალი სანქციები ემუქრება ევროკავშირმა, ლუკაშენკო დაადანაშაულა მიგრაციის "იარაღად"გამოყენებაში, რომ, მან თითქოს ხელი შეუწყო ათასობით მიგრანტის ევროკავშირისა და ბელორუსის საზღვარზე ტრანსპორტირებას. რათა ხელი შეუწყოს ხელვნური კრიზის შექმნას. ბოლო დროს გასნაკუთრებით მაღალი იყო დაძაბულობის დონე საზღვარზე. პოლონეთმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც, გავრცელებული ინფორმაციით, მესაზღვრეებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)