00:51 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 15:44:27, 539 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი - 2021 წელი დევნილთა განსახლების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო.

შეხვედრაზე დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა საბჭოს წევრებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების ანგარიში წარუდგინა.

“სამოქმედო გეგმის დამტკიცებისთანავე  სააგენტო აქტიურად შეუდგა 2021 წელს განსაზღვრული აქტივობების განხორციელებას. მიმდინარე წელი, მიუხედავად პანდემიისა, დევნილთა განსახლების მიმართულებით საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.   დასრულდა იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი მასშტაბური მშენებლობები რეგიონებში, რამაც ნგრევადი ობიექტების დახურვის შესაძლებლობა მოგვცა. წელს  პირველად, განვახორციელეთ ვეტერან დევნილთა განსახლების პროექტი.  ბინების გადაცემის პარალელურად კი, გავზარდეთ სოფლად სახლის შესყიდვის მიზნით გამოყოფილი თანხა, რამაც ეს პროგრამა კიდევ უფრო წარმატებული გახადა“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა  შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს, რის შემდეგაც საკუთარი რეკომენდაციები და წინადადებები წარმოადგინეს.

სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში სამინისტროს, დევნილთა სააგენტოს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics