15:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 13:30:25, 844 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის მინისტერიალზე მოხსენება გააკეთა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის (CAREC) ეგიდით გამართულ მინისტერიალში და მოხსენება გააკეთა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და კოვიდ-პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევის გადაწყვეტილებებზე.  მინისტერიალი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

თავის გამოსვლაში, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ანტიპანდემიურ პოლიტიკას, რომელიც, ერთი მხრივ, მიმართული იყო პანდემიის გავრცელების პრევენციისკენ, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ასეთმა მიდგომამ შედეგად ის მოიტანა, რომ უკვე 2021 წლის იანვარი - სექტემბერის პერიოდისთვის ეკონომიკური ზრდის კუმულატიურმა მაჩვენებელმა 11,3 პროცენტი შეადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობა გაიზრდა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის, ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებშიც.

ნათია თურნავამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს თანამშრომლობას CAREC – ის ფარგლებში და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს რეგიონში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. მისი თქმით, საქართველო სრულად იზიარებს იმ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც მოცემულია CAREC 2030 - ის სტრატეგიაში. მინისტრმა ასევე ისაუბრა ცალკეულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს საქართველოს მეტ ინტეგრაციას საერთაშორისო და რეგიონულ ეკონომიკურ პროცესებში.

CAREC - ის მინისტერიალი გახსნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთს, უზბეკეთის მთავრობათა დელეგაციები. მინისტრიალზე განხილული იქნა ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის - CAREC 2030 - ის ძირითადი მიმართულებები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics