|
2021-11-17 11:42:02, 732 ნახვა
საზოგადოება
თბილისი კრეატიული ქალაქების ქსელის წევრი გახდა
თბილისი კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და კულტურული სიახლეების, მათ შორის, თბილისის მიერ კულტურის დარგში მოპოვებული საერთაშორისო სტატუსის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, 10 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიც გაიხსნა. „პირველ რიგში, გილოცავთ ყველას, რომ თბილისმა კულტურის დარგში კიდევ ერთი საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და იუნესკო-ში წარდგენილი განაცხადის განხილვის შედეგად, თბილისი კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა. ეს სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მედიახელოვნების განვითარებასა და ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც დარგის განვითარებას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 10 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომლის ფარგლებში, 20 ნოემბერს, დედაქალაქს კიდევ ერთხელ ეწვევა მისი საპატიო მოქალაქე მიხეილ ბარიშნიკოვი. ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელი ნახავს მის მხატვრულ ინსტალაციას, ფილმს „არც ერთხელ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე საუბრის დროს გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კვირეულის ჩატარების შესახებაც განაცხადა. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კვირეული ჩატარდება. 17 ნოემბერს, 18:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, ახალი ექსპოზიცია გაიხსნება. თქვენ იცით, რომ დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. გარდა ამისა, 20 ნოემბერს, 19:00 საათიდან, გუდიაშვილის სკვერში, საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელიც სტუმრებს გალაკტიონის შემოქმედებას, როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის შთაგონების წყაროს გააცნობს. დიდი მადლობა ანდრია ბასილაიას. ამ ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა და ამ ღონისძიებებს დაესწრონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)