13:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 21:58:41, 981 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ ყოფშიძე - აქედან არ წავალ თუ არ ვნახე პრეზიდენტი, ვიცი, რომ უფრო სუსტად არის

დღეს არ მიიღო მედიკამენტები, როგორც ვიცი ტელევიზიიდან და ადვოკატებისგან. ძალიან საშიშია, რომ არ იღებს მედიკამენტებს, სამი მედიკამენტია, რომელიც აუცილებლად უნდა მიეღო დღეს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყოფშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის საპატიმროს არ დატოვებს სანამ ექსპრეზიდენტთან შესვლის უფლებას არ მისცემენ.

„გუშინ არ შემიშვეს, ახლა არ ვიცი მიზეზი რა იყო, რომ მოვედი, დაახლოებით ერთი საათია აქ ვარ, მითხრეს მოიცადეო, ახლა მითხრეს, რომ სახალხო დამცველი შედის და შენ მერე შეგიშვებთო. ჩემი ინტერესი იყო, რომ კონსილიუმს შევხვედროდი და ერთად გვენახა ეს ყველაფერი.

დღეს ნამდვილად მინდა, რომ ვნახო პრეზიდენტი. აქედან არ წავალ თუ არ ვნახე პრეზიდენტი. ვიცი, რომ უფრო სუსტად არის. დღეს არ მიიღო მედიკამენტები, როგორც ვიცი ტელევიზიიდან და ადვოკატებისგან. ძალიან საშიშია, რომ არ იღებს მედიკამენტებს, სამი მედიკამენტია, რომელიც აუცილებლად უნდა მიეღო დღეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics