2021-11-16 16:31:32, 811 ნახვა
საზოგადოება
„ექსპრესნიუსი“ უკრაინაზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო მკითხველს ბოდიშს უხდის
26 ოქტომბერს, ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა სააგენტო „babel.ua“–ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დონბასში, დონეცკის ოლქის სოფელ სტარომარიევკაზე კონტროლი დაიბრუნეს.
აღნიშნული ინფორმაცია პირველწყაროს დადასტურებულად ჰქონდა განთავსებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული გზავნილია, რომელიც უკრაინის პროვოკაციაში დადანაშაულებას ისახავდა მიზნად.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ ბოდიშს უხდის მკითხველს გავრცელებული დეზინფორმაციის გამო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,