|
2021-11-16 11:33:59, 1281 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება განახორციელოს
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი, შესაძლოა უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. ის რუსეთს მოუწოდებს იყოს გამჭვირვალე მისი სამხედრო გეგმების შესახებ. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსული ძალები მასშტაბური და უჩვეულო მობილიზება საზღვართან ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დაძაბულობის დროული აღმოფხვრა. მან რუსეთი გააფრთხილა, თავი შეიკავოს ნებისმიერი აგრესიული ქმედებისგან. „ჩვენ ვხედავთ ჯარების უჩვეულო კონცენტრაციას და ვიცით, რომ რუსეთს აქამდეც სურდა ამ ტიპის სამხედრო შესაძლებლობები გამოეყენებინა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა განლაგებული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)