|
2021-11-15 15:55:24, 1235 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნი“ დაწესდა
ავსტრიაში, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი, ვინც სრულად არ იყო აცრილი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინიით, ლოქდაუნში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მათი ცნობით, არავაქცინირებულ ადამიანებს სახლიდან გასვლის უფლება ექნებათ მხოლოდ შეზღუდული მიზეზების გამო, როგორიცაა გადაუდებელი სამსახუროებრივი საქმე ან საკვების შეძენა. „ჩვენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მარტივი არ მაგრამ სამწუხაროდ ეს აუცილებელია“, - განაცხადა კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა. ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 65% სრულად არის ვაქცინირებული, ამ მხრივ , ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს დასავლეთ ევროპაში. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეზღუდვების დაწესება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდითაა გამოწვეული. უკანასკნელ 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 11 500 შემთხვევა გამოვლინდა. ავსტრიაში შემოღებული ზომები, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცნობისთვის, ევროპის ბევრი ქვეყანა ისევ აანონსებს შეზღუდვებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)